Tuesday, July 5, 2011

სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი      
1.პროექტის  სახელი:  ძეგლების აღწერა ხევში.    
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:  ტურისტული მარშუტის შედგენა ყაზბეგის რაიონში და მასში მითითებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღწერა, შემეცნებითი ვებ–გვერდის(ბლოგის)  გაკეთება.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ტურისტულ ობიექტებს, დაგეგმავენ მარშუტს, მოაგროვებენ მათ შესახებ ვიდეო, ფოტო, აუდიო მასალებს, ასევე  შეისწავლიან   ისტორიულ - გეოგრაფიულ მდებარეობას; ჩაწერენ ინტერვიუს მოსახლეობასთან,  ლეგენდებს, თქმულებებს,რეალურ ფაქტებს. მოძიებული მასალის გამოყენებით შექმნიან ვებ – გვერდს.
4.მონაწილეთა ასაკი: 12 - 17 წელი
5. ვადები / ხანგრძლივობა: 2  თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტის მოზნების გაცნობა, დავალებების განაწილება, ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება, დისკუსიის გამართვა, პროექტის პრეზენტაცია, 
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს  გამოუმუშავდებათ კვლევა - ძიების, ინფორმაციის მოგროვების, სინთეზის, ტექნოლოგიების გამოყენების უნარ – ჩვევები, ასევე რუკების, ცხრილების შედგენის ორიენტაციის, მიმართულების განსაზღვრის უნარ - ჩვევები.
8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ–გვერდის შესახებ ინფორმირებული იქნება რაიონის ყველა სკოლა. მათაც შეეძლებათ იქ განთავსებული მასალის გამოყენება. 
9. სამუშაო ენა:   ქართული ენა.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: -
11.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ი.ს.ტ. - იყენებს ისტის საშუალებებს სხვებთან თანამშრომლობისათვის. ეროვნულ რესურსებს ელ.ფორმატში ამუშავებს, შექმნის და გამოსცემს გავრცელების მიზნით.
ისტორია - აღწერს ისტორიულ მოვლენებს, შეაფასებას წერილობით და ვიზუალურ ნამუშევრებში.
გეოგრაფია - ჩაატარებს გეოგრაფიულ კვლევებს, შეადგენს რუკებს, დაადგებს კოორდიბატებს და დაახასიეთებს სამხარეო ერთეულს.
12.პროექტის ფასილიტატორი: თამუნა ფიცხელაური.

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  თამუნა7778@gmail.com

0 Comments:

Post a Comment

Subscribe to Post Comments [Atom]

<< Home